
სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ, 18 ივლისს იმსჯელებს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ უკვე მიმართა.
სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. საგამოძიებო უწყება გოგაშვილს სამ ეპიზოდს ედავება. გ
ამოძიება სამი მუხლით - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლით დაიწყო და სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.