თავდასხმა აშშ-ის საელჩოს მიღებაზე - ვატო წერეთელი დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე მივა

გამოქვეყნდა:

"ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვახტანგ წერეთელი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. საქმე აშშ-ის საელჩოში მომხდარი ინციდენტს ეხება, რომლის დროსაც წერეთლის თქმით, "ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ. 

ვახტანგ წერეთელი ამბობს, რომ ეს იყო ჯგუფური თავდასხმა აშშ-ის ტერიტორიაზე, ამიტომ პროკურატურა იძულებული გახდა საქმე აღეძრა. ის ითხოვს ანრი ოხანაშვილს, ლევან მგალობლიშვილსა და ირაკლი ზარქუას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ. წერეთელი მოითხოვს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოწმის სახით გამოკითხვასაც, რომელიც მისი თქმით, ანრი ოხანაშვილის სიახლოვეს იდგა.

ვახტანგ წერეთელი პროკურატურაში დღეს 6 საათისთვის მივა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი