ვატო წერეთელი ირაკლი შოთაძის გამოკითხვას მოითხოვს

გამოქვეყნდა:

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი პროკურატურაშია დაბარებული . საქმე აშშ-ის საელჩოში მომხდარი ინციდენტს ეხება, როცა მას დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ვატო წერეთელი ამბობს, რომ ეს იყო ჯგუფური თავდასხმა ამერიკის ტერიტორიაზე, ამიტომ პროკურატურა იძულებული გახდა გამოძიება დაეწყო. გარდა ამისა, წერეთელი ითხოვს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გამოკითხვასაც, რომელიც მისი თქმით ანრი ოხანაშვილის სიახლოვეს იდგა და ინციდენტს შეესწრო.

"ამერიკის საელჩოს კიდევ ერთხელ მივმართავ, ნუ გახდებით თანამონაწილე, აუცილებლად დაუყოვნებლივ პროკურატურას მიაწოდეთ მასალები, რომ გასაჯაროვდეს თავდასხმის კადრები. აუცილებლად მივცემ დღეს ჩვენებას და პროკურატურას მოუწევს ყველა დამნაშავე მისცეს პასუხისგებაში " - ამბობს ვატო წერეთელი  

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში 30 ივნისს "ტვ პირველის" დამფუძნებელს, ვატო წერეთელს საელჩოს ტერიტორიაზე "ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ.

ვახტანგ წერეთელი პროკურატურაში დღეს 6 საათისთვის მივა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი