"გზაში მოხდა. ეჭვიანობდა და იმიტომ" - ადგილობრივები ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ფონიჭალაში - ინციდენტი გუშინ, გვიან ღამით რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭმა 54 წლის კაცი მოკლა და შემდეგ ჭრილობები ცივი იარაღით დედას მიაყენა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილობრივების ინფორმაციით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

არსებული ცნობებით, ტერიტორიაზე მდებარეობს მაღაზია, რომლის გარე, სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერები უკვე ამოიღეს. გამოკითხული არიან მეზობლები. 

"გზაში, ეგრე ვიცით ჩვენ, გზაში მოხდა. ეჭვიანობდა და იმიტომ [მოკლეს]. უმცროსმა გააკეთა, ღამე პირველ საათზე"- ამბობენ ადგილობრივები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. მათივე ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. თუმცა დაკავებული არ არის.  

ავტორი: გუგა მაისურაძე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი