
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და "მთავარ არხს"გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესის აუდიო-ვიდეო გადაღების უფლება მისცა.
დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ შესაძლოა გარკვეული ტექნიკური ხარვეზები შეიქმნას მასალის "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" მიწოდების დროს. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამონაკლისის დაშვება მიზანშეწონილი იყო.
დღეს სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პირველი პროცესი იმართება, სადაც მეორე ინსტანცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვას იწყებს.
სხდომას ესწრება ჩეხეთის ელჩი საქართველოში.