
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მერაბ ჯორბენაძემ განმარტა რატომ დაინიშნა სხდომა 19 ივლისს.
როგორც ჯორბენაძემ აღნიშნა, განმარტება საჭიროდ ჩათვალა იმის გამო, რომ ტელევიზიით ვრცელდებოდა ინფორმაცია საქმის "ნაადრევად ჩანიშვნასთან" დაკავშირებით.
"საქმე შემოვიდა 2022 წლის 1 ივლისს. 295-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს დასაშვებობის 10-დღიანი ვადა გააჩნია, შესაბამისად 7 დღეში მოხდა საჩივრების დაშვება და 1 თვეში უნდა მომხდარიყო სხდომის თარიღის განსაზღვრა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 21 ივლისიდან შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი იმყოფება კუთვნილ შვებულებაში, ამ გარემოების გათვალისწინებით, ჩვენ ავირჩიეთ 19 ივლისი რომ არ მომხდარიყო სხდომის ფორმალურად დანიშვნა და შემდგომ შვებულების გამო გაუხსნელად გადადება. ეს იყო მიზეზი, რის გამოც განისაზღვრა სხდომის თარიღად 19 ივლისი",- თქვა მოსამართლემ.
ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: