რისკი, რომ უკანონოდ მოპოვებულმა პირადი ცხოვრების ამსახველმა ჩანაწერებმა "გაჟონოს" მაღალია - ნიკა გვარამია გოგაშვილზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენრალურმა დირექტორმა მის სასამართლო პროცესზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საქმეში დიდი რისკია. ნიკა გვარამიას თქმით, მისი დაკავება სადამსჯელო ოპერაცია იყო.

"რა დარღვევას შეიძლება ყველაფერი მოხდა ამ კაცის წინააღმდეგ, მე არ გამოვდგები მის დამცველად, ძალიან არ გამოვდგები თან, მაგრამ მართალი გითხრათ ჩხრეკა, სეცრაზმის მეშვეობით, ოჯახი ამბობდა, მე მოვისმინე, რომ კიდევ კარგი ჩავრთეთ ლაივი, ზუსტად ეს უნდოდათ, რომ ლაივი ჩაერთოთ, ამის დროც მისცეს ოჯახს, ეს იყო აბსოლუტურად სადამსჯელო ოპერაცია, თვითონ ხომ ვერ გადაიღებდნენ, შიგნიდან გადაღებული ლაივით აჩვენეს ყველას როგორ ათრიეს მიწაზე გოგაშვილი, ეს იყო მიზანი", - ამბობს ნიკა გვარამია

მისივე თქმით, გოგაშვილი ამ დრომდე "მამხილებლის" შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რადგან მხილების პროცესი 2 წელი არ იწელება, ხოლო ვაჭრობის პროცესი, კი.

"რისკი არის ძალიან დიდი ამ საქმეში, რისკი იმისა, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი, არა მხოლოდ პირადი საუბრები, არამედ ის რაც გვესმის, ინტიმური ცხოვრება მათ შორის, აი ეს ყველაფერი მოაგროვოს სუს-მა, დააბრალოს გოგაშვილს, რამდენიმე აღიარება ექნება, იმიტომ, რომ ტექნიკისა და აგენტურის გარეშე ამას ვერ გააკეთებდა, ეს ხალხი წავა მხილებაზე გოგაშვილის და დადებს საპროცესო შეთანხმებას, ეს მასალები დაერთვება საქმეს და მერე "გაჟონავს" სასამართლოს არქივიდან, ამის რისკი არის ძალიან მაღალი", - თქვა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ამ საქმეს ძალიან სერიოზული მონიტორინგი სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი