
ბათუმში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ეზოში მომხდარ მკვლელობაზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
საქმე ეხება 2021 წლის 21 ოქტომბერს მომხდარს, რა დროსაც ბათუმში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ეზოში ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენა ერთ, პირს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალად ედება განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში.
"სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.