მარნეულის სოფელ ამბაროვკიდან გოგო მოიტაცეს, მშობლები ამბობენ, რომ პოლიცია არ რეაგირებს - ბაირამოვა

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, მარნეულის სოფელ ამბაროვკიდან 20 წლის გოგო მოიტაცეს და მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი 2 დღის წინ მოხდა და ახალგაზრდას ოჯახი დახმარებას ითხოვს, პოლიციამ ჯერ ვერ იპოვა ის.

ბაირამოვა წერს, რომ სამართალდამცველები არ რეაგირებენ არც ამ ფაქტზე და არც ზოგადად სხვა მსგავს შემთხვევებზეც:

"მარნეულის სოფელ ამბაროვკიდან გოგონას იძულებით მოიტაცეს. 
ორი დღეა, მისი მშობლები და ახლობლები პოლიციის შენობასთან ღამეს ათენებენ და გოგოს ჯერ ვერ იპოვეს.
[...]
შემთხვევის მოკლე ისტორია: გოგონა რომელიც მოტაცებულია 20 წლისა, მარნეულში ერთ ერთ კოლეჯში სწავლობს, მისმა ჯგუფელმა  წინა დღე მიწერა, რომ გამოცდის დრო შეიცვალა და გამოცდა ხვალ არის და უნდა მოხვიდეო. მარნეულში არ გამოვიდა მათი გეგმის შესრულება, გოგოს მოტაცების გეგმის და გოგო სოფელში რომ დაბრუნდ,ა საჯარო ტრანსპორტიდან ჩამოსლისას იძულებითად მოიტაცეს. გოგოს ვინ მოიტაცა ის ბიჭი მისი ჯგუფელის ძმაა. ოჯახებმა ერთმანეთს არ იცნობენ, არც გოგო არ იცნობს ბიჭს. 
მშობლებმა ამბობენ, რომ მოტაცების გეგმა დაგეგმილი ყოფილა ბიჭის დის მიერ რომელიც ჯერ არც დაბარებულია პოლიციაში
გოგოს მშობლებმა და ახლობლებმა დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ პოლიცია არ რეაგირებს და გვიშველეთ.
პოლიციის მხრიდან ურეაგირების ხოლმე აქვს ერთი მიზეზი, ელოდებიან, რომ მშობლები სხვადსხვა ადამიანების მეშვეობით როდის შერიგდებიან. ამ შერიგების პროცესში საჯარო მოხელებიდან დაწყებული ახლო ნათესავებით დამთავრებული ბევრი ადამიანი არის ხოლმე ჩართული. ოჯახს აიძულებენ ფსიქოლოგიურად, ემოციურად, რომ დათანხმდეს, რადგან მისი გოგო უკვე მეორე ხარისხოვანია, ყველამ იცის, რომ მოტაცებულია, ჯობია "ეს შანსი" არ დაკარგონ მაინც ერთი გოგო ერთი ბიჭისთვისაა" წერს სამირა ბაირამოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი