ნიკა გვარამიას პატიმრობის გახანგრძლივება და სასამართლო პროცესის გადადება მიუღებელია - ლექსმანი

გამოქვეყნდა:

"სასამართლო პროცესის გადადება და პატიმრობის გახანგრძლივება მიუღებელია" - ასე ეხმაურება  ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი  ნიკა გვარამიას პროცესის ოქტომბრამდე გადადებას.

twitter-ზე ლექსმანი წერს, რომ ევროპარლამენტი აღნიშნულ საქმეს განსაკუთრებული  ყურადღებით აკვირდება.

"ევროპარლამენტი ნიკა გვარამიას საქმეს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება. მისი პატიმრობის გახანგრძლივება და სასამართლო პროცესის გადადება მიუღებელია", - წერს ევროდეპუტატი.

19 ივლისს ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა გაიმართა. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლეთა კოლეგიამ განმარტა, რომ შვებულებების პერიოდია, რის გამოც გრაფიკი გადანაწილებული აქვთ.

სხდომის 2 თვის შემდეგ ჩანიშვნით, სააპელაციო ვადები დაირღვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი