სასტიკი მკვლელობა დმანისში - 20 წლის ბიჭი ხელის სათხოვნელად სტუმრობის შემდეგ მოკლეს

გამოქვეყნდა:

საბედისწერო ნიშნობა დმანისის რაიონში - სოფელ დუნუსში 20 წლის ბიჭი სასტიკად მოკლეს. ხელის სათხოვნელად მეზობელ სოფელში სტუმრობის შემდეგ კაცს ახალგაზრდების ჯგუფი დაუპირიპირდა. 

შემთხვევა გუშნ, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტში ბევრი ადამიანი ფიგურირებს. "მთავარი არხი" დეტალების გარკვევას ამ დრომდე ცდილობს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელა შსს-მ. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული პირი. ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი