გუდაურში ერთი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

გუდაურში ერთი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მკვლელობა გამთენიისას გუდაური კაზინოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელობა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი.

თავად მკვლელობის მოტივი და სხვა დეტალები უცნობია. დამსვენებლები და ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ არც ჩხუბის და არც გასროლის ხმა გაუგონიათ.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მოკლულიც და სავარაუდო დამნაშავეც საქართველოს მოქალაქეები არიან და მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი კი უკვე დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი