მკვლელობა კასპში - ახალგაზრდა ქალმა იმშობიარა და ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდა ქალმა იმშობიარა და ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო. შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა მშობიარობის შემდეგ საავადმყოფოს ძლიერი სისხლდენის ჩივილით მიმართა. ექიმის მიერ სამართალდამცველებისადმი მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ქალი ახალი ნამშობიარები იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის გაზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი