პარლამენტი საკონსტიტუციოს მოსამართლის წინააღმდეგ - უმრავლესობა ერთ-ერთ საქმეზე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის წინააღმდეგ - უმრავლესობა ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს.

საქმე ეხება "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს. აცილების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

მიზეზი, რის გამოც პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილება მოითხოვა, მოსამართლის საჯარო პოზიციაა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გიორგი კვერენჩხილაძემ სოციალურ ქსელში ღიად გამოხატა თავისი დამოკიდებულება იმ საქმისადმი, რომელიც მან უნდა განიხილოს.

თავად გიორგი კვერენჩხილაძე საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი