
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში რაოდენობა 946 გახდა. 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 825 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3310 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 203 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.