ზუგდიდში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა | არიან დაშავებულები 

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, კომბინატის დასახლებაში, ერთმანეთს "კიასა" და "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, სხვებს მოტეხილობები აღენიშნებათ და ამ დროისთვის გამოკვლევა უტარდებათ. 

თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი