
კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა შემოტანილია და ინფიცირებულები ისევ სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ახალი სამი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, სამივე შემოტანილია. სამივე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი ჩვენთან მოთავსდა. ამ დროისთვის ჩვენთან არის 24 დადასტურებული შემთხვევა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა ჩვენს ცენტრში, რომელიც დღეს დატოვებს ალბათ ცენტრს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, საშუალო სიმძიმისაა. ახალი პაციენტის მდგომარეობაც არ არის მძიმე“ - განაცხადა ეზუგბაიამ
შეგახსენებთმ, რომ საქართველოში დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა.