საპირფარეშოში ჩაგდებული ჩვილი - კასპში მომხდარი შემთხვევის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

კასპში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის გაზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ერთ სოფელში მოხდა. ახალგაზრდა ქალმა იმშობიარა და ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო. არსებული ინფორმაციით, ქალმა მშობიარობის შემდეგ, საავადმყოფოს ძლიერი სისხლდენის გამო მიმართა. ექიმმა კი პოლიციას შეატყობინა.

არ აღიარებდა, რომ იმშობიარა, შემოვიდა ტკივილებით და რომ გასინჯა მორიგე ექიმაა, დადგინდა, რომ ნამშობიარებელი იყო ქალბატონი - ამბობს კლინიკის ექიმი

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ორსულობის შესახებ არავინ, მათ შორის არც ოჯახის წევრებმა იცოდნენ რამე. მათივე თქმით, ქალმა სახლში იმშობიარა:

​​წაიყვანეს საავადმყოფოში, როგორც თირკმელა მტკივაო. აქაურმა ექიმმა გასინჯა, რა თირკმელა, მშობიარობა ეწყეობდა. გაიყვანეს და 1 საათში ბავშვი გააჩინა. 8 თვის იყო ბავშვი და მუცელშივე მოკვდა, მიცვალებული დაბადა - ამბობს მეზობელი

მეზობლების ინფორმაციით, 24 წლის ქალს სამი შვილი ჰყავს და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს:

წინა წელსაც არ ემჩნეოდა არაფერი და აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ იყო. ექიმმა გააგზავნა კასპში და აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ იყო. ასე იმშობიარა წინა წელსაც, რო არაფერი არ ემჩნეოდა  - ამბობს ადგილობრივი

ქალი ამჟამად კასპის საავადმყოფოშია მოთავსებული და მკურნალობას გადის

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი