"დანით დაჭრეს, მერე თავში რკინა ურტყეს" - დმანისის მკვლელობის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

მკვლელობა დმანისში - 19 წლის ახალგაზრდა, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უმძიმეს მდგომარეობაში იპოვეს.

ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 19 წლის ბიჭს, თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს და ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას, მეზობელი სოფლის 5 კაციანი დაჯგუფება დაუპირისპირებდა. შსს-მ ერთი ბრალდებული უკვე დააკავა

"მთავარი არხი" დღეს დაკავებულის სახლში იმყოფებოდა, სადაც ბრალდებულის მამა მომხდარზე სინანულს გამოთქვამს:

სამწუხაროდ ეს უბედური შემთხვევა ნამდვილად ჩვენს თავს დატრიალდა. ნამდვილად არ გვინდოდა ასე მომხდარიყო. როგორც ვიცი, ჩემი შვილი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს დაპირისპირება სავარაუდოდ ჩვენი ნათესავი გოგოს გამო მოხდა...განადგურებული ვარ...გარდაცვლილის ოჯახს ბოდიშს ვუხდი - ამბობს დაკავებულს მამა

ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებულის ბიძაშვილის გარდაცვლილი ბიჭი ემესიჯებოდა. სავარაუდოდ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი, თუმცა ზუსტად არაფერი ვიცით - ამბობს ადგილობრივი. 

მოკლული ბიჭის ოჯახი ჩხუბში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს. მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ 19 წლის ახალგაზრდას რამდენიმე ადამიანი სასტიკად გაუსწორდა 

ჩემი შვილი უდანაშაულოდ მოკლეს. ამ საქმეში მხოლოდ ერთი პირი არ მონაწილეობდა. ორი მანქანით ბიჭებმა სოფლის გასასვლელში ჯერ იქეიფეს, მერე ჩემი შვილი დაიბარეს. უბედურებაც აქ მოხდა. დანით დაჭრეს, მერე თავში რკინა ურტყეს" - ამბობს მოკლულის მამა.

დმანისში მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი