რა შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოების საწყის წერტილად? ამ საკითხზე ბევრი ვერსიაა, თუმცა ერთი ვერსია განსაკუთრებით გვხიბლავს - შეხორცებული ფეხის თეორია. ანუ თუ ვიპოვინით ადამიანის ნამარხს, რომელსაც მოტეხილი ჰქონდა ფეხი, მაგრამ შემდეგ შეხორცდა და შემდეგ ბევრი წლის შემდეგ ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა, ესეიგი ვიპოვით საწყის წერტილს, როცა ადამიანებმა ერთმანეთზე ზრუნვა დაიწყეს, მოწყვლადს დაეხმარნენ, ავადმყოფს უმკურნალეს, ზოგჯერ ზურგით ატარეს, მის მაგივრად საჭმელი მოინადირეს და გადაარჩინეს.
საზოგადოების განვითარების დონეს ყველაზე კარგად ის აჩვენებს, რამდენად ზრუნავს ის ყველაზე უფრო მოწყვლადზე. წლებია ფსიქიატრიულ კლინიკებში არსებული მდგომარეობა უფლებამდაცველებისთვის განგაშის საფუძველია.
გატარებული რიგი რეფორმების მიუხედავად, პრობლემა, როგორც ჩანს, ისევ რჩება. ამისი ერთი მაგალითი სენაკის ფსიქიატრიულ კლინიკაში მომხდარი შემთხვევაა. პაციენტი, რომელიც ფსიქიატრიული პრობლემით მოათავსეს კლინიკაში, ახლა სიკვდილს ებრძვის.