ზურაბ დადეშელის, იგივე დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებული, რუსთავის სასამართლომ დღეს უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
გიორგი ასათიანი, იგივე გიორგი შონია, დადეშელის გატაცებისა და მისი სასტიკი მკვლელობის უშუალო ორგანიზატორად სახელდებოდა.
მოსამართლის გადაწყვეტილების მოტოვი, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება. პროკურატურა ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, რომელთა შორის პოლიციელებიც არიან მოსამართლემ ხუთივე მათგანი დამნაშავედ ცნო.
მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ბარბაქაძეს, რომელიც დანაშაულის ორგანიზატორად სახელდებოდა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურს 10-10 წლით პატიმრობა შეეფარდათ, დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს კი 9-9 წელი.
მოსამართლის გადაწყვეტილება მოკლული დადეშელის ოჯახისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი ამბობენ, რომ გამოძიება სრულყოფილად არ წარიმართა და ბრალდებულების სასჯელი არაადეკვატურია.
გახმაურებული მკვლელობა რუსთავში, გასული წლის ოქტომბერში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით,
ზურაბ დადეშელი მისივე მეგობარმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და პოლიციელებს გადასცა.
მოგვიანებით, პოლიციის თანამშრომლებმა დადეშელი შონიასა და ბარბაქაძეს მიუყვანეს. რამდენიმე დღეში, კი, დადეშელის სასტიკად ნაწამები ცხედარი, მტკვარმა გამორიყა. მას დანით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.