ქუთაისში ახალგაზრდებმა იჩხუბეს | ინციდენტს პოლიცია შეესწრო, თუმცა რეაგირება არ ჰქონია

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდების ჩხუბი და პოლიციის უმოქმედობა ქუთაისში. ინციდეტი ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, ტურისტების თავშეყრის ადგილას მოხდა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებაა, თუმცა კრიმინალური პოლიცია შემთხვევის ადგილას ისე ჩაივლის, რომ რეაგირებას არ ახდენს. 

ამ კადრებს უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების მწვავე რეაგირება მოჰყვა. 

რატომ არ ჰქონდა ფაქტზე რეაგირება პოლიციას - ამ კითხვაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა პრესსამსახურთან გადაგვამისამართეს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ბოლო დროს, პოლიცია საერთოდ უმოქმედო გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი