"მივიღე უარი ხელახალ დანიშვნაზე...  ეს იყო დისკრიმინაცია განსხვავებული მოსაზრებების გამო" | ყოფილი მოსამართლის საქმე ევროსასამართლოში

გამოქვეყნდა:

მაია ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ - სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის საქმე ევროპულ სასამართლოშია. ის 2015-2016 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, როცა მას ხელმეორედ დანიშვნაზე საბჭომ უარი უთხრა. ბაქრაძის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. 

ევროპული სასამართლოს კითხვებს საქართველოს კითხვებს საქართველოს მთავრობამ უკვე უპასუხა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით ცალმხრივი და არასრულია. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციაში იმედი აქვთ, რომ ევროპული სასამართლო საქმის გარემოებას ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე შეაფასებს. 

2013 წლიდან და ჩვენ ვხედავთ დღეს უკვე, რომ არაერთგზის კრიტიკის საგნად იქცა ის გარემოება, რომ სასამართლო სისტემა არის ჩაკეტილი და ტენდენციურად იქ ხდება მოსამართლეების დანიშვნა. რა მდგომარეობაა დღეს, ანუ გარე კადრების შედინება არ ხდება. დღევანდელი მდგომარეობით 340-ის ფარგლებშია სადღაც მოსამართლე და აქედან 120 არის 2003 წლის შემდეგ დანიშნული ახალი კადრი, რომელსაც არ აქვს სამოსამართლო გამოცდილება.

ამ ვითარებაში, მაშინ, როდესაც ტენდენცია ყოველთვის არსებობდა მოსამართლეების ხელახლა გადანიშვნის და პრაქტიკულად ყველა მოსამართლე გადაინიშნა გარკვეული გამონაკლისების გარდა, რომელთა შორის ისევ ერთობის წევრები არიან უმრავლესობაში, მე მივიღე უარი ხელახალ დანიშვნაზე და ცხადად იყო იმის საფუძველი, რომ მე მევარაუდა რომ ეს იყო ზუსტად დისკრიმინაცია განსხვავებული მოსაზრებების გამო, იმიტომ რომ არაერთგზის მაგრძნობინეს ეს, - ამბობს მაია ბაქრაძე. 

ცნობისთვის, სტრასბურგმა მაია ბაქრაძის საქმის განხილვა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი