პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ ქვეყნების სიაშია, რომლებშიც ლეონ XIV ჩასვლას აპირებს. პაპი ასევე თურქეთსა და პერუში ჩასვლას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა რომის ახალ პაპთან, ლეონ XIV-სთან სატელეფონო საუბარი გუშინ გამართა. ზელენსკის ინფორმაციით, საუბარი თბილი და შინაარსიანი იყო. მან პონტიფიკოსი კიევში მიიწვია.