"რუსული მხარე ხუთშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადებას აგრძელებს" | პესკოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადებას განაგრძობს.

"რუსული მხარე ხუთშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადებას აგრძელებს," - განაცხადა მან.

პესკოვმა კითხვაზე, ვინ წარმოადგენს რუსეთს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე, უპასუხა, რომ "როგორც კი პრეზიდენტი [პუტინი] საჭიროდ ჩათვლის, ჩვენ გამოვაცხადებთ". 

ამ დრომდე, უცნობია ჩავა თუ არა მოლაპარაკებებზე სტამბოლში ვლადიმერ პუტინი. 

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით 30-დღიანი ზავი ორშაბათს უნდა დაწყებულიყო. ინიციატივას მხარს უჭერდნენ ევროპელი ლიდერები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ზელენსკის ინიციატივას პუტინმა საგანგებო განცხადებით უპასუხა და თქვა, რომ ზელენსკის თურქეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევდა. საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს თურქეთში პირადად დაელოდებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი