თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ 5 წლის ვადით ირაკლი შენგელია დანიშნეს

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 22 ივლისს, ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნა. ის თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ის მანამდე ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით იყო.

მისივე თქმით, დღის წესრიგში კონკრეტულად არაფერი ეწერა ამ საკითხის თაობაზე. ირაკლი შენგელიამ დღეს "მთავარი არხის" კითხვებს თავი მოუცლელობის მიზეზით აარიდა. 

"დაკავებული ვარ ეხლა რა, სხვა დროს", - თქვა მან. 

ჯანეზაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შენგელია მიხეილ ჩინჩალაძის მარჯვენა ხელი იყო წლების განმავლობაში და სამწუხაროდა, რომ დღესაც სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებასა და ძალაუფლების გამყარებაზე ზრუნავს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი