შაქარაშვილის საქმე - 14-წუთიანი ვიდეო, რომელსაც პროკურატურა ამ დრომდე მალავდა

გამოქვეყნდა:

14-წუთიანი ვიდეო, რომელსაც პროკურატურა ამ დრომდე მალავდა - საქმე ეხება 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას. 

ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ ვითარდება კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის. 

18 ივნისი, 23:00 საათი - ეს სწორედ ის დროა, როცა, მცხეთის აგარაკზე, ახალგზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. "მთავარმა" მოიპოვა ორი სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც მოვლენების განვითარება ორი სხვადასხვა რაკურსით ჩანს. 

დაპირისპირება იწყება ე.წ. კიბის ეპიზოდით, სადაც საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე, ზურა გოგინაშვილი და ირაკლი წაქაძე მონაწილეობენ. ისინი ფიზიკურად უსწორდებიან არასრულწოვან ნ.ხ-ს.

ამის შემდეგ, დაპირისპირება კიბიდან იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე ინაცვლებს. ეს სავარუდოდ ის დროა, როცა ჩიქოვანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება. ამის შემდეგ, დაახლოებით 23:03 საათია, როცა ვითარება თითქოს დაშოშმინდა. გააშველეს დაპირისპრებული მხრეები და მოზარდების ნაწილი, ოდნავ მოშორებით ინაცვლებს.

აქ ჩნდება კადრებში უკვე გიორგი შაქარაშვილი - ვხედავთ, რომ ის ცდილობს დაამშვიდოს ვითარება. აშველებს ჩხუბის მონაწილეებს და ფიზიკურ დაპირისპირებაში ის არ მონაწილეობს. 

ადგილზე ვითარება, რამდენიმე წუთის განმავლობაში, არაერთხელ დაიძაბა. ცოტა ხანში, ვნახავთ, როგორ აჩვენებენ ერთმანეთს ახალგზარდები მიღებულ დაზიანებებს და უხსნიან, სავარუდოდ რა ხდებოდა ჩხუბის დროს.

მოგვიანებით, დაახლოებით 23:08 საათზე, ეზოში უკვე გოგოები ჩნდებიან. ისინიც, სავარუდოდ ვითარებაში გარკვევად ცდილობენ. 

არის ჩხუბი, ხმაური და "ლიდერფუდის" მაღაზიასთან ხდება ეს ყველაფერი - სადაც დაპირისპირებას ხედავენ, სავარაუდოდ, მაღაზიაში მისული შემთხვევითი გამვლელები, რადგან არსებობს კიდევ ერთი კამერით გადაღებული მასალა, სადაც ეს ჩანს. გამვლელების ყურადღებას იქცევს ხმაურისა და ჩხუბის ხმა. თუმცა, სავარაუდოდ, პოლიციაში არც მათ დარეკეს.

ყველაზე მთავარი, რაც ამ 14-წუთიანი ეპიზოდიდან იკვეთება, დანაშაულის მოტივია. ანუ, რა უძღოდა წინ ე.წ. ხიდის ეპიზოდს - რადგან ამ კადრებში ჩანს, რომ ე.წ. ნახალოვკელების დაჯგუფება, სავარაუდოდ, მცხეთაში სწორედ ანგარიშსწორების მიზნით ბრუნდება.

სწორედ ეს მასალა მიუთითებს, რომ მათ შურისძიების მოტივი ჰქონდათ და სავარაუდოდ, ჩიქოვანი, რომელმაც ტერიტორია მანქანით დატოვა, თბილისში სწორედ დამხმარე ძალის მოსაძებნად წავიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი