არჩევნების გაყალბების სქემა - დღეს პროკურატურაში გასაუბრებაზე Isfed-ის დირექტორი მივა

გამოქვეყნდა:

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებული სკანდალურ ფაილების შესახებ დღეს პროკურატურაში "სამართლიანი არჩევნების" დირექტორს გაესაუბრებიან. ამ აუდიენციის შემდეგ გაირკვევა, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას საქმეზე, რომელიც არჩევნების გაყალბების სქემას უკავშირდება.

"ვისაუბრებთ იმ ანგარიშზე და ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენს ხელთ იყო და რომელთან დაკავშირებითაც ეს ანგარიში გამოვაქვეყნეთ. ზოგადად, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პროკურატურასთან, იმიტომ, რომ ამ ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტები მისი დადასტურების შემთხვევაში ნამდვილად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს გამოძიებას. ჩვენი გეგმაც ეს იყო, ამიტომ მივმართეთ პროკურატურას, რომ მნიშვნელოვანია, იქ გამოკვეთილი დანაშაულები, რომელიც შესაძლოა, სისტემური ხასიათის ყოფილიყო, ამასთან დაკავშირებით გამოძიება იყოს ჩატარებული", - ISFED-ის დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

ირკალი შოთაძის უწყებაში უკვე გაესაუბრნენ ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლებს. როგორც გიორგი ონიანმა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, პროკურატურაში უთხრეს, რომ მათ მიერ გადაცემული ფაილები "ვერ გახსნეს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი