დაუსჯელი დამნაშავე პოლიციელი - სისტემის კიდევ ერთი მსხვერპლი, დემურ სტურუა

გამოქვეყნდა:

22 წლის დემურ სტურუა, პოლიციური ტერორის მსხვერპლი გახდა. ძალადობამ ის თვითმკვლელობამდე 2016 წლის შვიდ აგვისტოს მიიყვანა. ამ ისტორიის უმძიმესი ნაწილი, სიკვდილის წინ დატოვებული წერილია, რომელშიც დემურ სტურუა სამტრედიის პოლიციის თანამშრომელს, გოდერძი თევზაძეს ცემასა და შანტაჟში ადანაშაულებს. 

დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა - დემურ სტურუას ამ უკანასკნელმა სიტყვებმა მთელი ქვეყანა შეძრა. ეს ფრაზა, თბილისის ქუჩების მთავარ სტენსილად იქცა, როგორც სისტემის სახე. 22 წლის ბიჭის თვითმკვლელობამ ძალაუფლების მოყვარული სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე ლაკმუსის ქაღალდივით გამოააშკარავა.

პოლიციელი მიიმალა. გამოძიებამ დაადასტურა, რომ დემურ სტურუა ნაწამები იყო, საქმე სამსახურეობრივი უფლების ძალადობრივი გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. ზედაპირზე არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ გოდერძი თევზაძე უდანაშაულოდ ცნო

გოდერძი თევზაძე, ისევ პოლიციაში მუშაობს. სამწლიანმა გამოძიებამ მხოლოდ მის სასარგებლოდ იმუშავა.  სისტემაში დაბრუნებული სავარაუდო მოძალადე სამართალდამცველი, "მთავარ არხს" სამსახურში არ დახვდა, თუმცა პოლიციაში "მთავარს" დაუდასტურეს, რომ გოდერძი თევზაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. 

პოლიციელის სიტემაში დაბრუნება მოულოდნელი არ ყოფილა "იემსის" იურისტებისთვის, რომლებიც სტურუების ოჯახის ინტერესებს იცავდნენ. სამართალდამცველების მიერი ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და სამაგალთოდ დასჯის ფაქტი ქვეყანაში არავის ახსოვს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ სახელმწიფო სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ხელს აფარებს. სისტემაში კი დამნაშავე პოლიციელებს უპრობლემოდ აბრუნებს. 

დემურ სტურუა სისტემის ერთადერთი მსხვერპლი არ არის. თუმცა პოლიციელების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული, საბოლოოდ, მაინც სამართალდამცველების სასარგებლოდ სრულდება. რატომ მფარველობს დამნაშავეებს სახელმწიფო არავინ იცის, ეს რთული სქემაც ამ დრომდე ვერავინ ამოხსნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი