ISFED-ის დირექტორი და იურისტი, სოსო გოგაშვილის ფაილებთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

გენერალურ პროკურატურაში "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელ დირექტორსა და ამავე ორგანიზაციის იურისტს გაესაუბრნენ. გასაუბრება თითქმის სამ საათს გაგრძელდა. ისინი საგამოძიებო უწყებაში სოსო გოგაშვილის მიწოდებულ ფაილებზე მომზადებული ანგარიშის საფუძველზე იყვნენ გამოძახებულები, რომლითაც ცალსახად დგინდება, როგორ აყალბებს ხელისუფლება არჩევნებს და როგორ მოქმედებს ამომრჩევლის ნებაზე. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა პროკურატურას ყველა მტკიცებულება გადასცეს და ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, დაიწყებს თუ არა გამოძიებას უწყება ახალი მტკიცებულებების საფუძველზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი