რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადამიანები ხაშურის მთავარ გზაზე იკრიბებიან.
ისინი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპრიტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ზურაბ დადეშელის საქმეზე ერთ-ერთი პირი უდანაშაულოდ ცნეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ხაშურის მთავარ გამზირზე ამ წუთებში უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცველია მობილიზებული. ისინი ცდილობენ, სასტკად მოკლული ზურაბ დადეშელის ოჯახის წევრებს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის საშუალება არ მისცენ.
მოკლულის ოჯახის წევრები მის დაუყოვნებლივ დასჯას და ამ საქმეზე იმ პოლიციელების დაკავებასაც მოითხოვენ, რომლებიც მათი თქმით, მკვლელობაში მონაწილეობდნენ.