ე.წ. კრებსების საქმესთან დაკავშირებით, "ფორმულას" 2 ჟურნალისტი დღეს პროკურატურაშია დაბარებული

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტები დღეს პროკურატურაში არიან დაბარებულნი. 11-თვიანი უმოქმედობის შემდეგ, პროკურატურა მზადაა, სუს-ის კრებსების საქმეზე მათ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტატუსს მხოლოდ სარჩელის სტრასბურგში გაგზავნის შემდეგ იღებენ.

დანარჩენი ჟურნალისტებით ირაკლი შოთაძის უწყება ჯერჯერობით არ დაინტერესებულა. ჟურნალისტები იმედოვნებენ, რომ პროკურატურის გამოძიება ფასადური არ იქნება.

"როგორც გამომძიებელმა გვითხრა, იქნება გასაუბრება და ამის შემდეგ სავარაუდოა, რომ მეც მომენიჭება დაზარალებულის სტატუსი. თუ მოგვენიჭება დაზარალებულის სტატუსი, გვექნება წვდომა საქმის მასალებზე და რეალურად გავიგებთ, რას აკეთებდა მთავარი საგამოძიებო უწყება 11 თვის განმავლობაში", - ამბობს ჟურნალისტი მარტა ქურასბედიანი.

შეგახსენებთ,  კრიტიკული ტელევიზიების 19-ი ჟურნალისტის საუბრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეტალურად იწერდა და შიფრავდა, რაც მოგვიანებით ე.წ-ი სუს-ის კრებსებით გავრცელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი