გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა -"მთავარს" სკანდალური ვიდეოკადრები ანონიმურად მიაწოდეს

გამოქვეყნდა:

სკანდალური ვიდეოკადრები "მთავარს" ანონიმურად მიაწოდეს. სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებულ მასალაში კარგად ჩანს თბილისის ერთ-ერთი ქუჩა. ჩანს, რომ მოქმედება დღისით ხდება. ეზოში რამდენიმე ადამიანია შეკრებილი. მოულოდნელად, დიდი სისწრაფით შემოდის ავტომანქანა, რომელიც  მამაკაცებს ეჯახება. მანქანიდან ავტომატით შეიარაღებული პირები გადმოდიან და ეზოში მყოფთაგან ერთ-ერთს ძალის გამოყენებით მანქანასი სვამენ. ამის შემდეგ, ავტომანქანა გაურკვეველი მიმართულებით მიდის. 

შემთხვევა საბურთალოზე, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე, დღისით-მზისით, ხალხით სავსე ეზოში მოხდა. გატაცებული პირი კი გოჩა ვეფხვაძე იყო, რომელიც ლისის ტბაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. რატომ არ მოახდინა არავინ რეაგირება მისი გატაცების დროს. როდის და ვინ მიმართა პოლიციას. ამ კითხვებით გახოკიძის ქუჩაზე მივედით. 

ჯერ კიდევ ოქტომბერში "მთავარმა" გაარკვია, რომ გოჩა ვეფხვაძეს თავს ათამდე პირი დაესხა, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს. სადაც აწამეს. ჭრილობები მიაყენეს დანითაც და ცეცხლსასროლი იარაღითაც. უგონო მდგომარეობაში მყოფი ვეფხვაძე შარტავას 45 ნომერში საკუთარ სახლთან მომაკვდავი დატოვეს. ერთკვირიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და ვეფხვაძე გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. 

ინციდენტს წინ უძღოდა ჩხუბი მასთან დაპირისირებულ დავით რუსიასთან. დაღუპული ვაჟა-ფშაველას გამზირზე საქმის გასარჩევად მივიდა და აგინა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა შურისძიების მიზეზი. დავით რუსიამ ოთხ პირთან ერთად ქალაქის ცენტრიდან გაიტაცა და აწამა გოჩა ვეფხვაძე. დღეს დავით რუსიას სახლში მხოლოდ დედა ცხოვრობს. მეზობლები ყვებიან, რომ ამ ამბების შემდეგ ის აღარ უნახავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ყველას ვინაობა ცნობილი იყო ოქტომბერში პოლიციამ მხოლოდ ერთი თავდამსხმელის დაკავება შეძლო, დანარჩენები მიიმალნენ. ზაზა მაჩაბელი, რომელიც მკვლელობის თანამონაწილე იყო, თებერვალში დაიჭირეს. მისი წინასწარი პატირმობის ვადა უკვე გასულია. მიესაჯა თუ არა მას რაიმე სასჯელი, სამართალდამცავი უწყებები ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი