"სავარაუდოდ, დაზარალებულის სტატუსს მოგვანიჭებენ" | "ფორმულას" ჟურნალისტები პროკურატურაში მივიდნენ 

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტები პროკურატურაში მივიდნენ. 11-თვიანი უმოქმედობის შემდეგ, უწყება სავარაუდოდ, სუს-ის კრებსების საქმეზე მათ დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც მედიის წარმომადგენლებმა სარჩელი სტრასბურგში გაგზავნეს.

ჟურნალისტი ქეთი ნადიბაიძე ამბობს, რომ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ის იმედოვნებს, რომ სტატუსის მინიჭება არ იქნება ფორმალური ხასიათის და საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდება.

"სატელეფონო საუბრის დროს ამიხსნეს, რომ ეს ეხება დაზარალებულის სტატუსს და სავარაუდოდ, ოფიციალურად გაფორმდება დაზარალებულის სტატუსის მონიჭება, რომელსაც ველოდებოდით მეც და არა მხოლოდ მე, ბევრი ფიგურანტი ვინც ჩივის საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე. დაახლოებით ერთი წელია ამ სტატუსს ველოდებოდით. დღეს, მე რაც მაქვს ინფორმაცია, მე და ჩემს კოლეგას დაზარალებულის სტატუსს გვანიჭებს პროკურატურა", - ამბობს ქეთი ნადიბაიძე. 

მასთან ერთად უწყებაში დღეს ჟურნალისტი მარტა ქურასბედიანია დაბარებული. 

შეგახსენებთ, კრიტიკული ტელევიზიების 19-ი ჟურნალისტის საუბრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეტალურად იწერდა და შიფრავდა, რაც მოგვიანებით ე.წ-ი სუს-ის კრებსებით გავრცელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი