მერებაშვილის მკვლელობის გაყალბებული საქმე - მშობლებმა შვილი ორჯერ დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

ლალი ჯიოშვილი იძულებული გახადეს 18 წლის შვილი ორჯერ დაეკრძალა. ერთხელ, როდესაც მოუკლეს და მეორედ, როცა ამ მკვლელობის დასამტკიცებლად ექსგუმაცია მოახდინეს და განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარეს. შედეგი მაინც არ დადგა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ საქმე თავიდანვე გააყალბეს და ამ სიყალბეში მოკლული თორნიკე მერებაშვილის მამა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მთელ სისტემას ადანაშაულებს.  

ყველაზე მძიმე საღამო, რომელსაც მერაბ მერებაშვილი დეტალებში იხსენებს, ორი წლის წინ ექვს ივლისს დადგა, როდესაც ოჯახს უთხრეს, რომ მათ 18 წლის შვილს სამარშრუტო ტაქსმა გადაუარა. 

გამოძიების ვერსიის მიხედვით, 18 წლის თორნიკე მერებაშვილი გზაზე გაითიშა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა, ზვიად კოჩუაშვილმა გზაზე წაქცეული ახალგაზრდა ვერ შეამჩნია და ხილით დატვირთული მანქანით, რომელიც დაახლოებით ხუთ ტონას იწონიდა, ზედ გადაუარა. ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა. ასე ფიქრის საფუძველს ოჯახს ბევრი გარემოება აძლევს. საქმე იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. მთავარი სამხილი, რომელიც საქმეს თავდაყირა აყენებს 112 - ში შესული ორი ზარია. სადაც თორნიკე მერებაშვილის განწირული ხმა ისმის. ახალგაზრდა დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ დაჭრილია. 

საქმეში ამ ჩანაწერების მიუხედავად, საგამოძიებო მოქმედებები პოლიციამ ხუთ საათიანი დაგვიანებით ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მუხლთ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში, მთლიანად დაიკარგა ან შეგნებულად დაკარგეს სამხილები. მაგალითად არსად არის აღწერილი სისიხლის წვეთები, რომელიც გზაზე საკმაოდ დიდი მანძილზე იყო. თუ გრძნობადაკარგულ თორნიკე მერებაშვილს ავტომანქანამ გადაუარა, რა უნდოდა სისხლის წვეთებს. რამდენიმე მეტრის მოშორებით. 

თორნიკე მერებაშვილის ტანსაცმელი ოჯახს არ მისცეს, თუმცა დათვალიერების დროს მამამ შენიშნა, რომ შარვლის ტოტი მწვანედ იყო შეფერადებული. რაც მხოლოდ, ბალახზე ხოხვით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული. სამარშუტო ტაქსის გადავლის შემდეგ, თორნიკე მერებაშვილი ბალახზე რომ ვერ იხოხებდა, ეს დილეტანტისთვისაც გასაგებია. 

ის, რომ თორნიკე მერებაშვილს გარკვეული მანძილი მიათრევდნენ, მიყენებული დაზიანებაც ამტკიცებს - სილურჯეები იღლიების მიდამოებში. 

გამოძიების ვერსიის აბსურდულობას ის ფოტომასალაც ამტკიცებს, რაც ოჯახს აქვს და ის დასკვნა, რომელიც პირველადი გარეგანი დათვალიერების შემდეგ კერძო ექსპერტმა დაწერა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ გვამს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები და სისხლნაჟღენთები, რომელიც მსუბუქი ხასიათისაა. ამ შემთხვევაშიც ჩნდება კითხვა, თუ თორნიკე მერებაშვილს ხუთტონიანმა ავტომანქანამ გადაუარა, როგორ აღმოჩნდა მის სხეულზე მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. 

ის, რომ გულმკერდი დაზიანებული არ არის შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუმცა გორის ექსპერტზის ბიუროში ასე არ ჩათვალეს და დაწერეს, რომ ნეკნები და მენჯის ძვლები დამტვრეულია. სამაგიეროდ არაფერი თქვეს თავის ქალის დაზიანებაზე. არ გასჩენიათ კითხვა, თუ სამარშუტო ტაქსმა თორნიკე მერებაშვილს მკერდზე გადაუარა, რატომ არქვს მას თავი გაჩეხილი. ოჯახი ვარაუდობს, რომ მას თავში ჩაარტყეს და გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ეს ჭრილობა გახდა. 

სისიხლის რაოდენობა არის კიდევ ერთი უზუსტობა საქმეში. შემთხვევის ადგილზე და ეს საქმის მასალებშიც დევს, რომ იყო მცირე რაოდენობის სისხლის გუბე. მერებაშვილების ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ეს სისხლის რაოდენობა თავზე არსებული ჭრილობისთვის შეუსაბამოა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ახალგაზრდამ დაზიანება სხვაგან მიიღო და გზაზე სიკვდილის შემდეგ არის მიყვანილი. 

იმისთვის, რომ ყველა ამ კითხვაზე პასუხი მოეპოვებინათ, ოჯახმა მომხდარიდან ერთ წელიწადში ექსგუმაცია და გვამის ხელახალი ექსპერტიზა მოითხოვა. ამჯერად შემოწმება სამხარაულის ექსპერტზის ბიუროში ჩატარდა და სპეციალისტებმა პირველი დასკვნისგან სრულიდ განსხვავებული პასუხები დადეს. არანაირი შინაგანი დაზიანება გვამს არ აღენიშნება. არ არის არც ნეკნების და არც მენჯის ძვლების მოტეხილობა. რაც ავტოსაგზაო შემთხვევას კატეგორიულად გამორიცხავს. დაიწყო ახალი გამოძიება უკვე ექსპერტიზის დასკვნის გაყალბების შესახებ, თუმცა ამ დრომდე, ამ ყალბი დასკვნის ავტორი დაკავებული არ არის. 

რატომ აფარებენ ხელს დამნაშავეებს. მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად. გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები "მთავარს" უყვებიან, რომ ორი წლის წინ, ექვს ივლისს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდები ერთ-ერთი მეგობრის, გიორგი კობლიაშვილის სახლში შეიკრიბნენ. სუფრაზე ექვსნი ისხდნენ. მერებაშვილების ოჯახი ამტკიცებს, რომ მათ შორის ჩხუბი მოხდა და ამ ჩხუბს ისიც ადასტურებს, რომ კობლიაშვილების სახლში სისხლიანი ხელსახოცები აღმოაჩინეს.

იმის გასარკვევად, რა მოხდა ორი წლის წინ "მთავარი არხი" კობლიაშვილებთან მივიდა. გიორგი კობლიაშვილის მამა დაპისპირებას და ჩხუბს უარყოფს. "მთავარს" უყვება, რომ სუფრაზე ჭიქა გატყდა და მაგიდასთან მჯდომმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ხელი გაიჭრა. ასევე დადასტურებულია, რომ ამავე ახალგაზრდის ტანსაცმელზე, თორნიკე მერებაშვილის სისხლის კვალიც აღმოჩნდა. ამ ფაქტზე საუბარს ალექსანდრე კობლიაშვილი თავს არიდებს. 

ალექსანდრე კობლიაშვილი ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი გამომძიებლის ნათესავია. საქმეში კიდევ ერთი ძალოვანი ფუგურირებს. რეგიონის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის, გია ქველიძის შვილი კობლიაშვილების სახლში გამართულ შეკრებას ესწრებოდა. თორნიკე მერებაშვილის მამა "მთავარ არხს" უყვება, რომ ღამე, როდესაც მისი შვილი ჯერ საავადმყოფოშიც არ იყო გადაყვანილი, ქველიძის ტელეფონიდან მისი უფროსის მობილურზე ზარი განხორციელდა. თავის მხრივ, ეს უფროსი კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის საბანაძის ახლო მეგობარია. თავად გია ქველიძემ "მთავართან" ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და სახლში დაიმალა. 

სწორედ ამ კავშირების გამო, მერაბ მერებაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეში სწორედ ის მეგობრები ფიგურირებენ და ეს ამბავი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დამალეს, სამხილები გაანადგურეს და კვალი წაშალეს. გააყალბეს ექსპერტიზის დასკვნა. მერებაშვილები დარწმუნებულები არიან, რომ სამარშუტო ტაქსის მძღოლი, რომელსაც ოთხი წელი მიუსაჯეს, დამნაშავე არ არის. არსებობს ზვიად კოჩუაშვილის ვიდეო ჩასნაწერი, სადაც ის მომხდარს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის ქვეს იმყოფებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ მძღოლი დანაშაულს უარყოფს, დადგინდა, რომ პირველი ექსპერტზის დასკვნა გაყალბებულია და თორნიკე მერებაშვილს ის დაზიანებები არ აღენიშნება, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად უნდა ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი კითხვა, რომელსაც გამოძიება პასხუხს ვერ სცემს. ამ ყველაფრის მიუხედავად, უკვე ორი წელია მერებაშვილები სამართალსა და დამნაშავეების დასჯას ამაოდ ითხოვენ და ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ მთელი სისიტემა მუშაობს, რომელმაც უბრალო ოჯახი დაჩაგრა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი