"ნაწამებია, სიგარეტის ნამწვავები აქვს მუცელზე" | არსებული ინფორმაციით, საქართველოში უკრაინელი ქალი გააუპატიურეს

გამოქვეყნდა:

სავარაუდო სექსუალური ძალადობა უკრაინიდან ლტოლვილ გოგოზე. ახალგაზრდა ქალი ამ დროისთვის ბათუმის კლინიკაშია მოთავსებული. მანამდე ის ლაჩხუთის სამედიცინო დაწესებულებაში ჰყავდათ მიყვანილი.

თუმცა მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ის რეანომობილით ბათუმში გადაიყვანეს. თვითმხილველების ცნობით, უკრაინელ ქალს სხეულზე ძალადობის კვალიც აღენიშნება, მას დამწვრობები სავარაუდოდ  სიგარეტით აქვს მიყენებული.

"ნაწამებია, სიგარეტის ნამწვავები აქვს მუცელზე" - ამბობს თვითმხილველი. 

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი