პირი, რომელმაც ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილია. მას პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

სამართალდამცველებს ამ დროისთვის 7 ადამიანი ჰყავთ დაკავებული, მათ შორის ირაკლი ასლანიძე, გიორგი კუჭავა და გიორგი ხორავა. ასლანიძეს გამოძიება ხულიგნობას ედავება. 

შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირება გუშინ, 18 წლის ქეთათო არაბულის დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მცხეთის პოლიციაში გამოკითხვები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. 

გარდაცვლილი საკუთარ სახლში გვიან ღამით გადაასვენეს. ოჯახს მედიასთან კომენტარის გაკეთება არ სურს.

დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი