ხაშური-სურამის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ხაშური-სურამის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 

ადგილზე ერთმანეთს 2 ავტომობილი და ტრაქტორი შეეჯახა, რის შემდეგაც, ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი