მკვლელობა ცხვარიჭამიაში | მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დავით ჯიჯეიშვილი დააკავეს - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდის არეში დავით ჯიჯეიშვილმა მიაყენა.

ბრალის წარდგენას ასევე ელოდება 7 დაკავებული, რომლებიც დაბადების დღეზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. ცნობილია სისხლიანი კონფლიქტის დეტალები, რომელიც საბედისწერო წვეულებაზე საბურთალოელებსა და ნახალოვკელებს შორის მოხდა. 

შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირება 28 ივლისს, 18 წლის გოგოს დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: ნინიკო გიგაური

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი