რუსული კომპანიის მიერ რაბათის ციხეში დაანონსებულ თამაშებთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია დაანონსდა. აქცია რაბათის ციხეში 7 აგვისტოს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.
"ციხე შიგნიდან არ გატყდება.
ჩავიდეთ ყველანი 7 აგვისტოს რაბათში და ვაჩვენოთ როგორია “რაბათის ციხის თამაშები”.
არა კიდევ ერთ “გავრილოვის წამოსკუპებას”, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორის განცხადებაში.
რუსული კომპანია "Qvevri Event" 7 აგვისტოს, ომიდან 14 წლის თავზე, "ფორტ ბოიარდის" რუსული ანალოგის, "ფორტ-რაბათის" თამაშების მოწყობას აანონსებს და რუსებს თამაშში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება. საქართველოში ჩამოსულებს ისინი სთავაზობენ აეროპორტიდან ტრანსფერს, მიყვანას რაბათში და ვახშამს ქართული კერძებით.
ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით "დაინტერესება იყო".
ამავე თემაზე: