საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გატაცებისა და წამების ბრალდებით დააკავეს 

გამოქვეყნდა:

საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გატაცებისა და წამების ბრალდებით დააკავეს. 

კიდევ ერთი სპორტსმენი, რომელიც ძალადობრივი ჯგუფის წევრია. იური ლომაძე, მისი ძმა, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე და კიდევ სამი პირი, რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი მოქალაქე იძულების წესით გაიტაცეს და ოზურგეთის რაიონის, ერთ-ერთ სოფელში მიტოვებულ სახლში აწამეს. მიზეზი, სავარაუდოდ, შურისძიება გახდა. 

ნაცემი და ნაწამები ახალგაზრდა ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებული სპორტსმენი გეგა გეგეშიძის ახლო მეგობარია. გეგეშიძესთან დაკავშირებას "მთავარი არხი" დილიდან ცდლობს, თუმცა ის "მთავარის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

იური ლომაძე და მისი ძმა, სამ თანმხლებ პირთან ერთად სამართალდამცავებმა გუშინ გვიან ღამით, ოზურგეთში დააკავეს. დაკავებულები ამ დროისთვის ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. დანაშაული ორიდან ათ წლამდე პატიმრობას გულისხმობს. გამოძიება ბრალს მათ ორი მუხლით 143-ე და 126-ე მუხლით ედავება. დანაშაული ორიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი