ბათუმის ციხეში პატიმარმა მძინარე თანასაკნელს დაზიანებები მიაყენა | ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ საქმეზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პირს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა.

შემთხვევა 2021 წლის 4 მარტს მოხდა. უწყების ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს, ქ, ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა მძინარე თანასაკნელს დაზიანებები, მათ შორის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი