აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია 27 წლის მამაკაცი, მას ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ის საქართველოში თურქეთის გავლით დაბრუნდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის აჭარაში ერთ-ერთი კლინიკის სანიტარია.

შეგხასნებეთ, რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ადამიანი მკურნალობს. ბოლო 24 საათში კოვიდ19 სამ ადამინს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, ქვეყანაში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 951-ია. მათ შორის გამოჯანმრთელებული 828-ია და 15 გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი