დაკავებულ მოჭიდავე იური ლომაძესა და მის ძმას ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

გამოქვეყნდა:

გატაცებისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მოჭიდავეს და მის ფეხბურთელ ძმას ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ბაუთმის საქალაო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. იური და ლუკა ლომაძეებთან ერთად დაკავებულია, კიდვე სამი პირი. როგორც ირკვევა, შურისძიება ანგარიშსწორებას უკავშირდება. 

"მთავარი არხი" დღეს ოზურგეთში სოფელ ბოხვაურში იმყოფებოდა, სახლის მეპატრონეები, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მამაკაცს გაუსწორდნენ, მომხდარზე არ საუბრობენ. მეზობლები "მთავარს" უდასტურებენ, რომ დაკავებულებს, რამდენიმე დღის განმავლობაში, სოწორად, ამ სახლში ჰყავდათ გატაცებული და აწამებდნენ.  

დაკავებულების უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდებულები, თვითონ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და ისინი დუმილის უფლებას იყენებს. 

სამ ივლისს ბრალდებულები, თავიანთი ფეხით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში. საგამოძიებო ორგანოში მოხდა მათი დაკავება. დღეს, ხუთ ივლისს წარედგინათ ბრალი. ისინი იყენებენ კანონით გათვალისწინებულ და მინიჭებულ დუმილის უფლებას, ჯერჯერობით, - ამბობს ადვოკატი, ზვიად მარკოძე 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ხუთივე დაკავებულს ორიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი