გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული გმირები პრეზიდენტმა მედლით "სამოქალაქო თავდადებისთვის" დააჯილდოვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას ტრაგიკულად დაღუპული 8 პირი სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა. 

"საქართველს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა.

29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გირგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ", - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

შეგახსენებთ,  რომ 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც ოფიციალური უწყებების ცნობით, 8 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა სამაშველო ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა.

მათი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში მიმდინარეობს. გუდაურში დაღუპულებს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი