დაცხრილული და დამწვარი ცხედარი ყარაჯალას ტყეში - ტაქსის მძღოლის სასტიკი მკვლელობა

გამოქვეყნდა:

სასტიკი მკვლელობა სოფელ ყარაჯალაში, ცენტრალური გზიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გამთენიისას მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით ტაქსის მძღოლი ჯერ გაიტაცეს, სცემეს, შემდეგ ავტომატით ჩაცხრილეს და კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი მოუკიდეს. სოფელის მცხოვრებელები ამბობენ რომ ტყიდან ღამით სროლის ხმა ესმოდათ დილით გასულებს კი უმძიმესი სურათი დახვდათ. მათივე ინფორმაციით, მოკლული ადგილობრივი არ არის. მათ დაახლოებით 5 გასროლა გაიგეს, თუმცა ღამით გარეთ გამოსულებმა ვერაფერი დაინახეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სისხლის კვალი მანქანიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ნახეს, რაც აჩენს ეჭვს რომ ტაქსის მძღოლი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი მანქანასთან დასაწვავად მიიტანეს. 

ყარაჯალაში რამდენიმე საათი მუშაობდნენ კრიმინალისტები, გადაკეტილი იყო შემთხვევის ადგილამდე მისასვლელი გზაც. მომხდარზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. დამწვარი მანქანა ექსპერტიზაზე დღის ბოლოს გადაიყვანეს.

გამოძიება მკვლელობის ვერსიებზე არ საუბრობს, ერთადერთი რაც ყარაჯალაში იციან არის ის რომ დამწვარი მანქანა წლების წინ თანასოფლელს ეკუთვნოდა, რომელიც მოგვიანებით გაყიდა. ავტომანქანის ყოფილი მეპატრონე ახლა საქართველოში აღარ ცხოვრობს. ვინ მოკლა სასტიკად ქართველი ტაქსის მძღოლი ამ დრომდე უცნობია. საქმე განზრახ მკვლელობით მუხლით აღიძრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი