გოგაშვილის ჩვენება სტრასბურგშიც მნიშვნელოვანი იქნება - მუხთარლი თბილისში ჩამოსვლას გეგმავს

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი მომავალ კვირას საქართველოში ჩამოვა. ის მისი საქმის გამოძიების განახლებას ოფიციალურად მოითხოვს. ჟურნალიტი პროკურატურისგან სოსო გოგაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვს.

"თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვალ. მივმართავ პროკურატურას, რომ დაკითხონ სოსო გოგაშვილი, ის სახელმწიფო უსაფრთლოების სამსახურში მაღალ თანამდედობას იკავებდა და ყველაფრის შესახებ ინფორმირებულია. მისი ჩვენება სტრასბურგის სასამართლოშიც მნიშვნელოვანი იქნება.  ასევე, მოვითხოვ დაკითხონ ბიძინა ივანიშვილი, რომლის უშუალო დავალებით გამიტაცეს. დიახ, მან გასცა ბრძანება ჩემი გატაცების შესახებ, რაშიც 4 უწყება მონაწილეობდა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის დღევანდელ შინაგან საქმეთა მინისტრს,  ვახტანგ გომელაურს, რომლიც იმ დროს სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელი იყო. გომელაურმა შეასრულა ივანიშვილის ბრძანება. ყველა ეს მტციკებულებეი აუცილებად უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ დაისაჯონ როგორც დავალების გამცემი ასევე შემსრულებლები", - ამბობს მუხთარლი. 

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, ის აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. მუხთარლი წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები და მისი უფლებების უხეშად შელახვისთვის სტრასბურგის სასამართლოშიც ჩივის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი