ვარკეთილში მეეზოვეს ავტომობილი დაეჯახა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ე.წ. სვანების ბაზრობასთან მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ქალი მეეზოვედ მუშაობდა.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი