ენგურზე გადასვლისას გარდაცვლილი ერთი ქალის ცხედარი სოხუმის პროზექტურაშია

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე უცნობია ქალბატონების ბედი, რომლებიც სოფელ თაგილონიდან ზუგდიდში სიგარეტის გადატანას ცდილობდნენ. ცხედრებს ოჯახის წევრები ამ დრომდე  ეძებენ. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ქალბატონები კონტრაბანდული საქონლის გადმოსატანად გაუქმებული ტურბინის კედელს იყენებდნენ, რომლის ქვეშაც ენგური გადის. ეს არის ადგილი, სადაც მდინარე შედარებით ღრმაა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ადგილას დაუცდათ ფეხი ქალბატონებს და წყალში გადავარდნენ. იმის გამო, რომ სოფელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას არ ეკუთვნის, ცხედრების საძიებო სამუშაოებს ქართული მხარე ვერ ახორციელებს. 

ერთ-ერთი გარდაცვლილის, 60 წლის ქალის მეზობლები ადასტურებენ, რომ ქალბატონი კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის მცდელობისას დაიხრჩო. 

როგორც ზუგდიდის, ისე გალის მცხოვრებლები "მთავართან" საუბარში ადასტურებენ, რომ ერთი ქალბატონი დაზუსტებით გარდაცვლილია და მისი ცხედარი სოხუმის პროზექტურაშია გადასვენებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი