გატაცებისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სპორტსმენებს ძმებს იური და ლუკა ლომაძეებს ბათუმის საქალო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ, ასევე პატიმრობაში დატოვა მათთან ერთად დაკავებული სამი პირიც.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ხუთივე ბრალდებული, წინასწარი ორთვიან პატიმრობაში დატოვა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ნამდვილად დგინდება და დასტურდება, ამ პირების მიერ ჩადენილი ჯგუფური დანაშაული.
ძალადობის გამოყენების მუქარით, ასევე ჯგუფური ძალადობით დაწყებულია სასამართლო დევნა ხუთივე ბრალდებულის მიმართ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, სასამართლო საქმეში მოიპოვება, როგორც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები, ასევე ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები და სხვა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ. ბრალდებულებმა უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი პირი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს, ერთ-ერთი ნათესავის საცხოვრებელ სახლში, ამ დროს სახლის მეპატრონეები საცხოვრებელ სახლში არ იმყოფებოდნენ, მხოლოდ, შემდგომ მივიდნენ, რამოდენიმე საათის მერე - ამბობს პროკურორი, ალექსანდრე ძირკვაძე
"მთავარი არხი" ესაუბრა დაკავებული სპორტსმენების ახლობელს, რომელიც ამბობს, რომ კონფლიქტი დაკავებულებსა და ნიკოლოზ ძირკველიშვის შორის ოჯახურ კონფლიქტს შეეხებოდა და მათ შორის, სწორედ, ამიტომ დაიწყო კამათი. ახლობელი უარყოფს, ფიზიკურ ანგარიშსწორებას დაკავებულებსა და ნიკოლოზ ძირკველიშვილს შორის.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ხუთივე დაკავებულს ბრალს ორი მუხლით 143-ე და 126-ე მუხლით ედავება. საქმეზე მომდევნო სასამრთლო განხილვა 28 აგვისტოს გაიმართება.